Facebook

 

Reservation
Bed & Breakfast
Tours
Metropolitana pizza restaurant
Special offer - lastminute

 

 

Quick online booking

Surname
E-mail
Retype your e-mail
Phone
Check in date
Check out date
People
Beds position

Reload Image
Enter image code

 

კრაკოვი ჯადოსნური ქალაქი

ამბობენ, რომ შუა საუკუნეების მითებში და ლეგენდებში მოხსენიებული არსებები დრაკონები, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია... არ ვართ დარწმუნებულები! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კრაკოვში, სადაც სასწაულები შეიძლება ახდეს, სადაც ჯადოსნების სურნელი ტრიალებს ჰაერში.

კრაკოვში მოხვედრა არასოდეს ყოფილა ისეთი ადვილი, როგორც დღეს. არსებობს პირდაპირი ფრენა ქუთაისიდან კატოვიცეში და თბილისიდან ვარშავაში. უფრო მეტიც, კავშირი, კრაკოვსა და ორ აღნიშნულ აეროპორტს შორის იდეალურია.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, იმოგზაუროთ პოლონეთის დედაქალაქში, გახსოვდეთ, რომ ყოველ 20 წუთში დადის სწრაფი მატარებელი ვარშავის შოპენის აეროპორტიდან ვარშავის ცეტრალური რკინიგზის სადგურში. მატარებლები კრაკოვში გადიან ყოველ 2 საათში, მაგრამ მგზავრობა ხანმოკლეა (3 საათი) და ამავე დროს ძალიან კომფორტული. თუ კომფორტი თქვენი მოგზაურობის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს, არსებობს ტრანსფერის შესაძლებლობაც ვარშავის შოპენის აეროპორტიდან, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ტრანსფერის ფასი დამოკიდებულია მგზავრების რაოდენობაზე 900PLN - დან (4 ადამიანი) 1100 - მდე (ოთხ ადამიანზე მეტი).

კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს ზუსტად 77 კილომეტრში კრაკოვიდან. ავტობუსები და მატარებლები, გადიან კატოვიცეს მთავარი რკინიგზის სადგურიდან, მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ტრანსფერის ორგანიზება. ტრანსფერის ფასი დამოკიდებულია იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომელთაც სურთ ტაქსის აყვანა: 360PLN (4 ადამიანი), 440PLN (5 - 8 ადამიანი), 800PLN (9 - 16 ადამიანი).

თქვენ ახლახანს ჩამოხვედით კრაკოვში... P&J Apartment House გთავაზობთ დაუვიწყარ დასვენებას კრაკოვის შუაგულ ცენტრში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბინები გადააჭარბებს ყველაზე მომთხოვნი სტუმრების მოლოდინსაც კი. შეღავათიან ფასად თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ კრაკოვის ძველ უბანში, თანამედროვე, მყუდრო და მშვიდ გარემოში. უფრო მეტიც, ჩვენი ბინები მიმზიდველი ალტერნატივაა სასტუმროსი. ის შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მივლინებაში ან მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს განტვირთვა და დასვენება კრაკოვში.

თქვენ თავს ისე იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში, ვინაიდან ჩვენი ბინები არის მყუდრო და შესანიშნავად მოწყობილი. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სტუმრებს მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია, რჩევები და შესაბამისი მომსახურება - რათა კრაკოვში თქვენი ყოფნა გახდეს სასიამოვნო და დაუვიწყარი.

შესაძლებელია კრაკოვში მოგწყინდეთ? პასუხი რა თქმა უნდა არის: არა. ყოველწლიურად კრაკოვს სტუმრობს მილიონობით ტურისტი და ის ხდება სულ უფრო და უფრო პოპულარული. კვლევამ, რომელიც ჩატარდა 2010 წელს გამოავლინა, რომ 8 მილიონი ადამიანი ჩამოვიდა იმ წელს კრაკოვში, იმისთვის რომ აღფრთოვანებულიყო მისი ჯადოსნური ატმოსფეროთი, აღმოეჩინა მისი საიდუმლოებები და მოესმინა საყვირის ხმისთვის, რომელიც წარმოადგენს ქალაქის ერთერთ მთავარ სიმბოლოს.

კრაკოვი მართლაც შესანიშნავი ადგილია... აქ ყოფნის დროს თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ღვთისმშობლის ტაძარი. ეს დიდებული ტაძარი ამაყად დგას კრაკოვის მთავარ მოედანზე და პოლონეთის არქიტექტურის ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს. მისი ინტერიერი, უნიკალური ვიტრაჟებითა და ულამაზესი საკურთხევლით აოცებს ყველა მნახველს. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტურისტებში, მაგრამ მისი არ ნახვა ნამდვილი დანაშაულია! კიდევ ერთი აუცილებელი სანახავი ადგილია ვეველის ციხე-სიმაგრე, სადაც თქვენ შეიგრნობთ სამეფო ბრწყინვალებას... ციხე-სიმაგრე არის ულამაზესი, მნიშვნელობა არა აქვს ზამთარში ეწვევით მას თუ ზაფხულში. ეს არის პოლონეთის მეფეებისა და დედოფლების სამარხი. ასევე აქა დასაფლავებულია ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ 2010 წელს.

მაგრამ კრაკოვი არ არის მხოლოდ ძველი ქალაქი წმინდა მარიამის ტაძრით... კრაკოვში შეგიძლიათ გაატაროთ თქვენი ცხოვრების ნაწილი ებრაელთა უბნის საიდუმლოებების გამოსავლენად, განიტვირთოთ და იმოგზაუროთ წყლის ტრამვაით პოლონეთის მდინარეზე - ვისტულა, ახვიდეთ კოშჩიუცკოს გორაზე და დატკბეთ კრაკოვის ულამაზესი ხედით ან ეწვიოთ ნოვა ჰუტას, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა პერიოდის არქიტექტურას...

გიყვართ თავისუფალი დროის აქტიურად გატარება? თქვენ არც ამ მხრივ დარჩებით იმედგაცრუებული. ველოსიპედით ან სეგვეითი სეირნობა წარმოადგენს ღირსშესანიშნაობების დათვალიერების ტრადიციული ფორმის მიმზიდველ ალტერნატივას. უფრო მეტიც, თემატური ტურებიც არის ორგანიზებული!

გსურთ ქალაქგარეთ გასეირნება? იხილეთ მარილის საბადო ვიელიჩკაში, შეისწავლეთ მიწისქვეშა სამყარო და მიყევით ნაკვალევს, როგორც მემაღაროე... კრაკოვიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე ვიელიჩკა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებისთვის, რომელიც აღაფრთოვანებს არა მარტო ბავშვებს არამედ უფროსებსაც. გსურთ დატკბეთ პოლონეთის მთებით, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და გაჰყვეთ მარადმწვანე ტყეებში ჩაფლულ ბილიკებს? ამბობენ, რომ ზაკოპანე არის პოლონეთის ზამთრის დედაქალაქი, მაგრამ ჩვენი აზრით, ის წელიწადის ყველა დროს ლამაზია. ულამაზესი პეიზაჟები, მშვიდი სოფლები, ხის არქიტექტურა და ამაყი მთები შეავსებს თქვენს პოლონურ შთაბეჭდილებებს... კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ღირს სანახავად არის ოსვენციმი-ბირკენაუ, ყოფილი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი. ეს არის ადგილი, რომელიც წარმოადგენს ადამიანების მკვლელობის სიმბოლოს. იგი რჩება ტრაგიკული წარსულის მემორიალად, რომელიც შეიძლება გახდეს ადამიანის სულის სარკე. აუშვიც-ბირკენაუს ნახვა გაძლევთ საშუალებას გაიგოთ უფრო მეტი ჰოლოკოსტის შესახებ და იხილოთ ერთერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და ამავე დროს სულისშემძვრელი ადგილი მთელს მსოფლიოში.

ოდესმე ყოფილხართ კრაკოვში? თუ თქვენი პასუხია არა ის დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ეს არის ისტორიის, პოლიტიკის, რომანტიზმისა და მხატვრობის ქვაკუთხედი. ჩამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ თქვენ იგრძნობთ, რომ აღმოაჩინეთ თქვენი ადგილი დედამიწაზე და მოუთმენლად დაელოდებით კრაკოვის - ჯადოსნური ქალაქის ხელმეორედ მონახულებას.

 

 

Have a question? Click & Chat online.



Free Calls: + 48 609 880 208

P&J Apartments Krakow

+48 12 431 00 26
+48 609 88 02 08
+48 798 24 24 24
+48 517 24 24 24
info@apartmentskrakow.eu
Kraków, Floriańska 39